ჩვენს შესახებ

TechSol Georgia — ტექნოლოგიური პარტნიორი თქვენი ბიზნესისთვის

ჩვენ ვქმნით ციფრულ გარემოს, სადაც სისტემური სტაბილურობა და ინოვაციური განვითარება ერთმანეთს ავსებს. ჩვენი გუნდის გამოცდილება მსხვილ ორგანიზაციებში IT მენეჯმენტისა და ქსელური ინჟინერიის მიმართულებით, საშუალებას გვაძლევს მაღალი კორპორაციული სტანდარტები ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესში დავნერგოთ.

ჩვენი მიზანი მარტივია: თქვენი IT ინფრასტრუქტურა იყოს სტაბილური, უსაფრთხო და გამჭვირვალე, ხოლო ციფრული გადაწყვეტილებები — შედეგზე ორიენტირებული.

რას ვაკეთებთ?

Web & App Development

ვაშენებთ თანამედროვე, სწრაფ და მასშტაბირებად ვებ-პლატფორმებს. ჩვენი პრიორიტეტია გამართული არქიტექტურა, რომელიც იდეალურად ინტეგრირდება თქვენს შიდა ბიზნეს-პროცესებთან.

AI & Automation

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვახდენთ რუტინული სამუშაოების ავტომატიზაციას. ჭკვიანი Workflow-ები და AI აგენტები გეხმარებათ დროის დაზოგვასა და ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაციაში.

IT Infrastructure & Security

  • ქსელები: LAN/WAN, VLAN, VPN და Firewall კონფიგურაცია.
  • სისტემები: Windows/Linux სერვერები, Active Directory და GPO.
  • Cloud: Microsoft Azure, Microsoft 365 და ჰიბრიდული ინფრასტრუქტურა.
  • უსაფრთხოება: სისტემური აუდიტი, Endpoint დაცვა და ინციდენტებზე რეაგირება.

რატომ TechSol Georgia?

სრული ციკლი: თქვენ გაქვთ წვდომა ყველაფერზე ერთ სივრცეში — გამართული ქსელიდან და დაცული სერვერიდან, ინოვაციურ ვებ-აპლიკაციებამდე.

გამჭვირვალე SLA: მკაფიოდ განსაზღვრული რეაგირების დრო (Premium: 2 სთ, Standard: 4 სთ, Basic: 8 სთ) და პროცესების სრული დოკუმენტირება.

პროგნოზირებადობა: ეტაპობრივი გეგმა, ფიქსირებული ბიუჯეტი და რეგულარული ანგარიშგება შესრულებულ სამუშაოზე.

მასშტაბირება: ჩვენი სერვისები ადაპტირდება თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად — ბაზისური მხარდაჭერიდან კომპლექსურ AI ინტეგრაციებამდე.