ქსელური ინჟინერია

სტაბილური და მასშტაბირებადი ქსელი — ოფისიდან ფილიალებამდე.

რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით

ქსელური ინჟინერია გულისხმობს თქვენი IT ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, კონფიგურაციას, დიაგნოსტიკასა და მუდმივ განვითარებას. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მონაცემთა სწრაფი მიმოცვლა, სერვერების მაღალი ხელმისაწვდომობა და ქსელის სრული გამჭვირვალობა მონიტორინგისთვის.

ძირითადი სამუშაოები

  • LAN / შიდა ქსელი — სვიჩები, VLAN-ები, ლინკების აგრეგაცია, პორტებისა და ტრაფიკის ოპტიმიზაცია.
  • Wi‑Fi — კავშირის გეგმა, წერტილების განთავსება, SSID და უსაფრთხოების პოლიტიკები, ინტერფერენციის შემცირება.
  • ინტერნეტი და მარშრუტიზაცია — როუტერები, NAT, პორტების გადამისამართება, ორმაგი ხაზი (შეთანხმებით).
  • VPN — დისტანციური წვდომა ფილიალებსა და მობილურ მომხმარებლებზე, უსაფრთხო ტუნელები.
  • დიაგნოსტიკა — დაბალი სიჩქარის ან კავშირის წყვეტის აღმოფხვრა, DNS/DHCP პრობლემები, ლოგებისა და მონიტორინგის ანალიზი.

ვინ სარგებლობს

ოფისები, კლინიკები, საცალო ქსელები, მცირე და საშუალო იურიდიული პირები, ასევე კერძო სახლები სადაც საჭიროა საიმედო და მაღალსიჩქარიანი კავშირი.